მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს, რომელთაც კვიპროსში მოგზაურობის შედეგად COVID-19 აღმოაჩნდათ, დასვენების ხარჯები აუნაზღაურდებათ

5ecec01af26c1
თამთა ჯიჯავაძე
28.05.20 00:12
1492
კვიპროსი იმ ტურისტებს, რომელთაც ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ, დასვენების ხარჯებს აუნაზღაურებს. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ.

გავრცელებული ცნობით, იგეგმება სასტუმროს, მედიკამენტების და პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების საკვების ანაზღაურება.

ტურისტებს მხოლოდ მოუწევთ აეროპორტამდე ტრანსფერის და სამშობლოში დაბრუნების ხარჯის დაფარვა. 

კვიპროსის მთავრობის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, სამომავლოდ ტურისტების ქვეყანაში მობრუნებას.

შეგახსენებთ, კვიპროსში ტურიზმის სექტორზე გასულ წელს მშპ-ის 15%-ი მოდიოდა. ამიტომაც ეს სექტორი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.