29.ნოემბერი .2019 00:10

ტურისტებს საშობაო ბაზრებზე გასეირნებაში ფულს გადაუხდიან

views 549
უკან

ესპანური ტურისტული სააგენტო, Civitatis-ი ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, საშობაო ბაზრების დასათვალიერებლად უშვებს და პარალელურად ფულის გამომუშავების საშუალებასაც აძლევს. პროექტის მიხედვით, მოგზაური ხუთი დღის განმავლობაში, 16-დან 20 დეკემბრამდე მოინახულებს პრაღას, ვენას, ბრატისლავასა და ბუდაპეშტს, შემდეგ კი, ამის შესახებ მოუყვება ადამიანებს სოციალური ქსელის მეშვეობით. ტურისტული კომპანია კი, თავად დააფინანსებს მოგზაურობის, ცხოვრებისა და ქალაქებს შორის ტრანსფერის ხარჯები და ასევე კომპენსაციის სახით 200 ევროსაც გადაიხდის.

„ჩვენ გვინდა, რომ რეალურად და გულწრფელად აღწეროს მოგზაურმა იმ თავგადასავლის შესახებ, რასაც ხუთი დღის განმავლობაში გამოცდიან. ასევე უნდა აღწეროს, თუ რას სთავაზობს ევროპა ტურისტებს საშობაოდ და რატომ უნდა ვეწვიოთ ზამთრის პერიოდში მათ. ეს ყველაფერი კი ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ მოტივაცია გახდეს სხვა ადამიანებისთვის და დაინტერესდნენ, სურვილი გაუჩნდეთ მოგზაურობის,“ - აღნიშნულია ტურისტული კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა ტურისტული კომპანიის საიტზე უნდა შეავსონ განცხადება და გააგზავნონ სამოტივაციო წერილი 30 ნოემბრის ჩათვლით.