მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტი კოშკების გვერდით კორპუსის სანახავად ნამდვილად არ ჩამოვა“ - სასტუმრო „ლაჰილი“

6481f750a11d8
თათია ჩაფიჩაძე
08.06.23 22:35
1937
მესტიაში მდებარე სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელი ლევან დადვანი აცხადებს, რომ კურორტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკონტროლო მშენებლობებია. როგორც დადვანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა აუცილებელია გენგეგმის დამტკიცება, რომელიც უკონტროლო მშენებლობებს აღკვეთავს.

„კურორტის მთავარი გამოწვევაა გენგეგმა, თუ არ მივიღებთ გენგეგმას და არ მოხდება განაშენიანების რეგულირება, შეიძლება მივიღოთ მესტიაში უკონტროლო მშენებლობები და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ ჩამოვა ტურისტი კოშკების გვერდით კორპუსის სანახავად. ქაოტური განაშენიანება აწუხებს მესტიას და თუ არ მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა, მივიღებთ იგივეს, რაც მოხდა ბაკურიანში და ბათუმში. სივრცეც არ არის ამხელა რომ ამდენი აშენდეს აქ და ამიტომ ამ მხრივ პროცესები დასაჩქარებელია.

გენგეგმა რამდენიმე წელია დევს მესტიის საკრებულოში და რატომღაც არ ან ვერ ხდება მისი დამტკიცება.“ - აცხადებს დადვანი.

სასტუმროში აცხადებენ, რომ ამ ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე გააქტიურებულია. ვიზიტორები კი უმეტესად გერმანიიდან და ტაილანდიდან არიან.