მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტის დაჭრამ ტურიზმის სექტორს საფლავის ქვა დაადო” - ცოტნე ჯაფარიძე

60e4b4b1a9962
ანუკა ჯოხაძე
06.07.21 23:57
5010
გუშინ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტურისტს დანით 4 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ მას საყურე ეკეთა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ 5 ივლისის უკონტროლო და ძალადობრივ ქმედებებს ტურიზმთან ერთად, უარყოფითი ეფექტი ექნება უცხოურ ინვესტიციებზეც.

ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ტურისტების მისამართით აგრესიული დამოკიდებულება ხშირია, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა ამის შესახებ როგორც ის ამბობს, ინფორმაცია ხშირად საზოგადოებამდე ვერ აღწევს.

“ტურიზმზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ, საერთაშორისო მედიას რომ გადაავლოთ თვალი, აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რაც ასახავს იმას, თუ რა მოხდა საქართველოში. ეს ვერსად ვერ მიგვიყვანს და ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამას ადეკვატური ასახვა ექნება ქვეყანაზე. არ ვგულისხმობ, მხოლოდ ტურიზმს, ვსაუბრობ, ქვეყნის პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და ასევე საქმიან ტურიზმზე. ეს პრეცედენტი, ჩემი აზრით, მათ შორის ტურიზმს დიდ დარტყმას მიაყენებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რამდენიმე ტურისტი ჩამოდის საქართველოში და სანთლის შუქზე არის საძებარი. ეს ფაქტი დაასამარებს მთლიანად სექტორს.” - აცხადებს "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.