ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას თქმით, მოგზაურობაზე საბაზრო ფასები მიმდინარე წელს არ გაიზრდება, რადგან ავიაკომპანიებთან და სასტუმროებთან ხელშეკრულებები უკვე დადებულია და ერთადერთი მიზეზი, რაც ზრდას განაპირობებს, ეს შესაძლოა იყოს დოლარის კურსი. სხვა შემთხვევაში გამყვანი ტურიზმის ფასებზე ცვლილებები არ იქნება.
“საბაზრო ფასები ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არ გაიზრდება, ვინაიდან ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს, ასევე ჩვენი საკუთარი სატრანსპორტო კომპანიები და სასტუმროები გვაქვს, რომლებთანაც ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და ცვლილებები არ არის. თუმცა ფასის ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს დოლარის კურსმა, რაც რეალურად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ყველაფერს დოლარში ან ევროში ვყიდულობთ და შემდეგ ვთავაზობთ ლარებში მომხმარებლებს, ეს ერთადერთი მიზეზია, რამაც შესაძლოა ტურ-პაკეტები გააძვიროს, ჩვენს შემთხვევაში სხვა მიზეზებს მომხმარებელი არ უნდა ელოდოს,” - განაცხადა სალომე ბერაიამ, გადაცემა “საქმიან დილაში”.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი თურქეთის გარდა, ზანზიბარსა და დუბაის აქვს გახსნილი, "თუმცა, ამას მასობრივ მიმართულებად ვერ ჩავთვლით, რადგან ეს არ არის ბიუჯეტურ ტურისტზე გათვლილი დასვენება და მიმართულება".
“დღეს ასევე გახსნილია სამოგზაუროდ ეგვიპტეც, თუმცა არ გვაქვს და ამ დროისთვის ველოდებით ფრენებზე დასტურს, ანუ თუკი ორ ქვეყანას შორის ჩარტერული რეისები იქნება დაშვებული, ჩვენც დავიწყებთ ტურ-პაკეტების შექმნა-გაყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს აზრი არ ექნება და ვერც სექტორის ამოქმედებას შევძლებთ,” - აღნიშნა PEGAS Touristik Georgia-ის კომერციულმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორი რომ მხოლოდ 20%-ით აღდგეს, წინსვლა იქნება ადამიანებისთვის და ამიტომ დროულად უნდა მოიხსნას რეგულაციები და დაიწყოს ვაქცინაცია, რაც ერთადერთი გამოსავალია უსაფრთხო მოგზაურობის დაწყებისთვის.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა