მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტული გაჩერებების გამოყოფას წლებია ვითხოვთ“ – World Sightseeing Tbilisi

60a642dd05893
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 23:15
935
ტურისტულ კომპანიაში World Sightseeing Tbilisi, რომელიც უცხოელ მოგზაურებს თბილისში ტურისტული ავტობუსებით კულტურულ და ისტორიულ ტურებს სთავაზობს, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთ-ერთი პრობლემა ტურისტული გაჩერებების არარსებობას ეხება, რომლის შესახებაც WST-ის ხელმძღვანელმა გერმანე ჭელიძემ BM.GE-სთან ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა. 

კომპანიის ხელმძღვანელი დღეს BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ თბილისის მერიიდან, ვერც პანდემიამდე და ვერც მის შემდეგ, ამ საკითხზე პასუხი ვერ მიიღეს, ეს კი მათ ოპერირებისას ხელს უშლის.

„ოთხი ავტობუსით ვემსახურებით ტურისტებს და დედაქალაქში ტურისტული გაჩერებები არ გვაქვს. „ბას ლაინებზე“ არ გვაჩერებინებენ. წლებია ვითხოვთ ადგილების გამოყოფას, იმისთვის რომ ტურისტმა იცოდეს სად შეუძლია მისვლა და ბილეთების შეძენა. რუტინას გვიქმნიან, მერე თითქოს ვეგუებით ამ ყველაფერს და ვიღლებით. რამდენჯერაც მივმართეთ მერიას, პასუხს გვიდებენ და წლების განმავლობაში იწელება ეს საკითხი“, - განმარტავს გერმანე ჭელიძე.