მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული კომპანია: ჩვენი კონკურენტები არ არიან მხოლოდ ჩვენი მეზობლები

5d9c782359c5c
სალომე მეცხვარიშვილი
08.10.19 17:10
982
ჩვენი კონკურენტები არ არიან მხოლოდ ჩვენი მეზობლები, ჩვენი კონკურენტები არიან ისეთი ევროპული ქვეყნები, როგორიც არის რუმინეთი, მონტენეგრო, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Georgia Destination Management-ის გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს.

მედიასთან კომენტარი მან საქართველოს პრემიერმინისტრისა და ტურისტული სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გიორგი შენგელია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორის ძირითადი პრობლემები საქართველოს დაბალი ცნობადობა და არასათანადო ინფრასტრუქტურაა.

"ყველაზე დიდი გამოწვევა არის, ჩვენი ქვეყნის იდენტიფიცირება იმ პოტენციურ ბაზრებზე, რომლებზეც გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პოპულარულები და უზრუნველვყოთ ნაკადების მოზიდვა საქართველოში. სარეკლამო აქტივობა ამ ქვეყნებში ერთი მიმართულებაა და საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარება - მეორე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს კონკურენტ ქვეყნებს ჩვენს რეგიონში.

ჩვენი კონკურენტები არ არიან მხოლოდ ჩვენი მეზობლები, ჩვენი კონკურენტები არიან ისეთი ევროპული ქვეყნები, როგორიც არის რუმინეთი, მონტენეგრო, სადაც ვიკვეთებით ხოლმე მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის დროს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა და მომსახურების სტანდარტი უცხოელი ვიზიტორებისთვის შეესაბამებოდეს ჩვენი კონკურენტების სტანდრტებს და ვაჯობოთ კიდეც მათ”, - აცხადებს გიორგი შენგელია.