23.იანვარი .2020 19:25

ტურისტული კომპანია „კაპიტან პლუსის“ 50%-იანი წილის მფლობელი NG Capital გახდა

views 402
უკან

NG Capital, რომელიც კორპორაციული ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობს, ტურისტული ბიზნესის ინდუსტრიაში შედის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, NG Capital-მა „კაპიტან პლუსის“ 50%-იანი წილი შეიძინა და ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების განვითარებას გეგმავს.

„კაპიტან პლუსი“ ცნობილი ტურისტული კომპანიაა, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან ოპერირებს. მოზიდული ინვესტიციით კომპანია შემომყვანი ტურიზმის ახალ მიმართულებებს განავითარებს, ისეთებს როგორიცაა MICE ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვა. კომპანია ასევე საერთაშორისო ბაზრებზეც იმუშავებს.

„ჩვენი მიზანია, „კაპიტან პლუსი“ შემომყვან ტურიზმთან ერთად კორპორაციული მიმართულებით გავაძლიეროთ. NG Capitals კორპორაციული გაყიდვების დიდი გამოცდილება აქვს და შემომყვან ტურიზმთან ერთად გამყვან მიმართულებასაც გავაძლიერებთ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურიზმის ინდუსტრია და ჩვენი კომპანიების სინერგია ამ ბიზნესს უფრო წარმატებულს გახდის“, - განაცხადა NG Capital-ის დამფუძნებელმა ლევან ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა