07.მარტი .2020 19:15

ტურისტული კომპანია კორონავირუსის გამო შემოსავლების 40%-იან კლებაზე საუბრობს

views 438
უკან

ტურისტული კომპანია CITYSIGHTING TBILISI კორონავირუსის გამო შემოსავლების კლებაზე საუბრობს.

“თუ მანამდე 100 ლარი იყო შემოსავალი, ახლა დაახლოებით 60 ლარია, 40% არის კლება,”- ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია CITYSIGHTING TBILISI-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უკვე გაუქმდა კონკრეტული ქვეყნებიდან ჯავშნებიც, თუმცა კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მარტში ამ მიმართულებით მდგომარეობა სავარაუდოდ დასტაბილურდება.

“კორონავირუსს უკვე აქვს ეფექტი და ეს საკმაოდ ნეგატიურია. კლება არის დაახლოებით 30-40%-იანი. სანამ საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდებოდა მანამდეც იყო კლება, თუმცა ნაკლებად. მას შემდეგ კი რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები გაიზარდა, კლება უფრო მეტად შეინიშნება. ჩვენ უფრო მეტად დამოკიდებულები ვართ ე.წ. გალფის ქვეყნებზე, იმიტომ რომ იქიდან ტურისტი უფრო მარტივად წყვეტს ჩამოსვლას. ევროპელი თუ ფიქრობს ერთი წელი და დაგეგმილი აქვს წინასწარ, კატარიდან, დუბაიდან, საუდის არაბეთიდან უფრო მარტივად ჩამოდის ტურისტი. 26 მარტს დიდი მატჩია, ბელორუსიიდან 4000 კაცი ჩამოდის, ჯავშნები გვაქვს და იმედია არ გაუქმდება“-აცხადებს CITYSIGHTING TBILISI-ის დამფუძებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე.