მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული კომპანია: რუსეთზე დიდი დროის დახარჯვას, სჯობს, სხვა ქვეყნებზე ვიმუშაოთ

5d9c74cb2ad4f
სალომე მეცხვარიშვილი
08.10.19 18:45
1083
ტურისტული კომპანია Georgia Destination Management-ის გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას საჭიროდ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ მან პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ბაზარი მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ამაზე აქცენტის გაკეთებასა და დროის დახარჯვას, სჯობს, სხვა მიმართულებებზე ვიმუშაოთ.

“ეს შეკითხვა შეხვედრაზეც დაისვა და იყო პასუხი, რომ მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მიმოსვლა აღდგეს, თუმცა, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის მიმართულებით…”, - აცხადებს გიორგი შენგელია.

კითხვაზე, ზოგადად მიესალმება თუ არა ფრენების სუბსიდირებას, გიორგი შენგელია პასუხობს:

“იმისთვის, რომ საქართველო გაჩნდეს ამა თუ იმ მნიშნელოვანი ავიაკომპანიის რუკაზე, სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად, ფინანსური ფაქტორი არის ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თუკი ამ სუბსიდირებით არ შეფერხდება რომელიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხის დაფინანსება, რა თქმა უნდა, მისაღებია, საჭიროც არის. ავიამიმოსვლის სწრაფი განვითარებისთვის ავიაკომპანიების სწორი სტრატეგიული სუბსიდირება არის ერთადერთი გზა, რომ მათი ინტერესი დავიმსახუროთ”, - აცხადებს გიორგი შენგელია.