მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტული კომპანიები მოკვდნენ” - რას ითხოვს ბიზნესი?

5fce66c5e0d25
ანუკა ჯოხაძე
07.12.20 23:30
870
ტურისტული კომპანიები დახმარებას ითხოვენ. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა კონკრეტული შეღავათებით კი ისარგებლეს, მაგრამ სასტუმრო ბიზნესისგან განსხვავებით მათ ბოლო 9 თვის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. შესაბამისად, ამ პერიოდის მანძილზე მათი შემოსავლები ნულს უტოლდება.

როგორც „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლი მაია მურაჩაშვილი ამბობს, ტურისტული კომპანიები დღეს არავის ახსოვს. მისი თქმით, მათ არსებული რესურსით პანდემიის შემდეგ ბაზარზე დაბრუნება გაუჭირდებათ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების სამართლიანი დახმარება უნდა მოხდეს. იქნება ეს პირდაპირი სუბსიდირება თუ ბანკებთან შუამდგომლობა.

“ტურისტული კომპანიები მოკვდნენ. ისინი აღდგენას ექვემდებარებიან, მაგრამ აბსოლუტურად ნულოვანი შემოსავალი გვაქვს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ პროგნოზებსაც ვერ ვაკეთებთ გაზაფხულზე რა იქნება. არ ვიცი რამდენად ბევრი კომპანია დარჩება ან ვერ დარჩება ბაზარზე. კარგი იქნება თუ რაიმე ფორმულას შეიმუშავებენ, მაგალითად ბრუნვების მიხედვით ან საშემოსავლოს შეტანის კუთხით, გამოითვალონ კოეფიციენტი და ამის მიხედვით მოხდეს სუბსიდირება. ან მეორე შემთხვევაში როდესაც ცხადდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ბანკები მზად არიან რომ დაეხმარონ დაზარალებულ ბიზნესებს, მინდა გითხრათ რომ ბანკებს ამის მზაობა არ აქვთ. მე როცა დამჭირდა და დავრეკე ბანკში მითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბიზნესის რისკ ჯგუფი და ჩვენ შემოსავლები არ გვაქვს. ეს ნაწილი მაინც დაალოგონ მაშინ", - ამბობს “იბერის ტურს პლუსის” დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.