მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ

5f05d14ec3ca3
ინგა მურუსიძე
08.07.20 18:25
849
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ, - ამის შესახებ BM.GE-ს ტურისტული კომპანია "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აქცია მომავალ კვირაში გაიმარტება.

"დღევანდელი გადაწყვეტილება სავარაუდოდ პირველი შედეგია იმ აქციის, რომელიც ჩვენ გავმართეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ავიაკომპანიებთან დაიწყონ მოლაპარაკებები და სხვა ქვეყნებთანაც გახსნან საზღვრები. მხოლოდ ეს 5 ქვეყანა საკმარისი არ არის. ცოტა გაუგებარია, მაგალითად საფრანგეთი რატომ შეიყვანეს ჩამონათვალში იმ ფონზე, რომ საფრანგეთიდან დიდი ტრაფიკი არასდროს გვქონია.

მთავრობისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან პროცესები ლოგიკურად არ ვითარდება. მომავალ კვირაში კიდევ ვგეგმავთ აქციის გამართავს და მთავრობას გავაცნობთ ჩვენს ანალიზს, ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთათვისაც საზღვრები უნდა გაიხსნას. ასევე უნდა აღდგეს კომერციული ფრენები რაც აქამდე იყო, თუ ფრენები არ იქნება, "აირზენას" 1000 დოლარიანი ბილეთებით აქ არავინ ჩამოვა", - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.