საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან, სარა ციელონკასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელთან ლიდია კრისტმანთან ერთად, საქართველოსა და გერმანიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადი მზარდია. მისივე თქმით, გერმანიიდან ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ მონაცეემბს სწრაფად უბრუნდება, რაც გერმანიიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის ზრდით არის განპირობებული.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანელი ტურისტები მხარჯველ უნარიანობით და ტურისტული პროდუქტების მოხმარების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. სამომავლოდ კი საქართველოს გერმანიასა და ევროკავშირის ტურისტულ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობის გაზრდა აქვს დაგეგმილი.
“პანდემიის პერიოდში გერმანულ ავიაგადამზიდველებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ამ აქტივობების შედეგად, იმ გერმანული ქალაქების რაოდენობა, საიდანაც საქართველოში გერმანიიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არსებობს გაიზარდა. მაგალითად, შარშან საქართველოში შემოსულმა „ევროვინგსმა“ წელს რეგულარული რეისების რიცხვს შტუტგარტი - თბილისის მიმართულებაც დაუმატა.
წელს გერმანიიდან-საქართველოში კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია “კონდორ ეარლაინი” დაიწყებს ოპერირებას. სწორედ პირდაპირი ავიამიმოსვლის ზრდა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გერმანიიდან ტურისტული ნაკადები პანდემიანდელ მონაცემებს სწრაფად უბრუნდება” - აცხადებს ქვრივიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება