მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ორგანიზაციები აქციას გამართავენ - ბიზნესი მთავრობისგან პასუხებს ითხოვს

5f01a70195e91
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.20 14:07
5344
ტურისტული ჯგუფები და ორგანიზაციები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ღონისძიება ხვალ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაიმართება. ინფორმაციას გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე ავრცელებს.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს სატელევიზიო დებატებშიც იწვევენ.

ალექსანდრე გიორგიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ უამრავი ღია საკითხია, რომელზე მწყობრი პასუხიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს არ აქვს. მისივე თქმით, კითხვები შეეხება საქართველოს მიერ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. მთავრობის განცხადებებმა კი, რომ საზღვრები 1 ივლისს გაიხსნებოდა, შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმამ, კერძო სექტორს ცრუ მოლოდინები შეუქმნა.

“ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება, მართებულად მიგვაჩნია ღია სატელევიზიო დებატებში გამოვიწვიოთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ვთვლით რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და არ იმსახურებს ურთიერთ გამომრიცხავი და აბსურდული განცხადებების მოსმენას.

მივმართავთ ტელევიზიებს, გამონახოს დრო და სივრცე, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერი მათგანის ეთერში.

განცხადება კეთდება ტურისტული ჯგუფების და ორგანიზაციების სახელით, სადაც გაწევრიანებულია ტურიზმში დასაქმებული 10 000 მდე ადამიანი.

ხვალ 6 ივლისს, 17:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი, საპროტესტო აქცია”,- აღნიშნავს ალექსანდრე გიორგიძე.