მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ორგანიზაციები დღეს აქციას გამართავენ

5f01db206e3e3
BM.GE
06.07.20 09:40
1185
ტურისტული ჯგუფები და ორგანიზაციები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ღონისძიება დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაიმართება. 

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს სატელევიზიო დებატებშიც იწვევენ.

გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ უამრავი ღია საკითხია, რომელზე მწყობრი პასუხიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს არ აქვს. მისი თქმით, მთავრობის განცხადებებმა, რომ საზღვრები 1 ივლისს გაიხსნებოდა, შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმამ, კერძო სექტორს ცრუ მოლოდინები შეუქმნა. 

“ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება, მართებულად მიგვაჩნია ღია სატელევიზიო დებატებში გამოვიწვიოთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ვთვლით რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და არ იმსახურებს ურთიერთ გამომრიცხავი და აბსურდული განცხადებების მოსმენას.

მივმართავთ ტელევიზიებს, გამონახოს დრო და სივრცე, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერი მათგანის ეთერში.

განცხადება კეთდება ტურისტული ჯგუფების და ორგანიზაციების სახელით, სადაც გაწევრიანებულია ტურიზმში დასაქმებული 10 000 მდე ადამიანი.

 6 ივლისს, 17:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი, საპროტესტო აქცია”,- აღნიშნავს ალექსანდრე გიორგიძე.