მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი აჭარაში უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში - მიმოხილვა

62d6ec3cea732
თამთა ჯიჯავაძე
19.07.22 22:00
1017
მიუხედავად რთული გლობალური გამოწვევებისა, 2022 წელს აჭარის ტურიზმის სექტორში იმედისმომცემი ტენდენციებია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 173 000 შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის 69%-ია. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი თბილისისთვის 46%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარაში ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში.

ამასთან, როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში 368 000 ადგილობრივი ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის 95%-ს შეადგენს.

„2022 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის აეროპორტით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 9%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების თითქმის ნახევარი, 48% ისრაელელებზე მოდის. აღდგენაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორის სხვა ისეთი ინდიკატორებიც, როგორებიცაა დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ბრენდულ სასტუმროებში. 2022 წლის ივნისში დატვირთულობამ 72% შეადგინა, რაც 10 პპ-ით ჩამოუვარდება 2019 წლის დატვირთულობას. ამავე პერიოდის საშუალო დღიური ფასი კი $130-ია - 2019 წლის იმავე პერიოდის ფასზე 27%-ით მეტი“, - წერია მიმოხილვაში.