მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმი ავიამიმოსვლის გარეშე არ არსებობს” - გიდი

5f0749c89eb4a
ანუკა ჯოხაძე
09.07.20 22:00
1382
“ტურიზმი ფრენების გარეშე არ არსებობს”, - ამის შესახებ BM.GE-თან გიდმა ალექსანდრე პაიკიძემ განაცხადა.

როგორც პაიკიძე ამბობს, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანიებისთვის გამოსავალი არ არის. ბიზნესი ამბობს, რომ თუ რეგულარული ავიარეისები არ იქნება, ჩარტერული რეისებით ის სურათი და კრიზისი, რომელშიც დღეს ისინი არიან, არაფერი შეიცვლება.

“5 ქვეყანა, რომლებთანაც დაანონსდა ფრენები, არ გულისხმობს რეგულარულ რეისებს, ეს არის ჩარტერული ფრენები, რომელის შემთხვევაშიც ვიღებთ სურათს, როცა კვირაში ორი რეისი შესრულდება, რაც არაფრის მომცემი არ არის. საუბარია რეგულარული რეისებს აღდგენაზე, ბაზარზე უნდა დაბრუნდეს ის კომპანიები, რომლებიც მუშაობდნენ, მაგალითად "რაინეარი" და "ვიზეარი", კარგია თუ "myway airlines"-ი დაემატება და უნდა იფრინოს "აირზენამაც", ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი არ აქვს.

ამის შემდეგ კი უკვე ფასების მიხედვით გადაწყვეტენ მომხმარებლები ვისთან იყიდონ ბილეთი და არა ისეთი კაბალური პირობებით, როცა ტოტალური კონტროლი მიდის საჰაერო სივრცის და მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს საშუალება იმუშაოს. ტურიზმი ფრენების გარეშე არ არსებობს, შესაბამისად გუშინდელი განცხადება იყო რეაქცია ტურისტული ნაწილის მოთხოვნაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა და რომელიც ითხოვდა ფრენების გახსნას", - აცხადებს გიდი, ალექსანდრე პაიკიძე.