მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი I კვარტალში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 95.8%-ით აღდგა - ტურიზმის ადმინისტრაცია

6437c98a6716d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.23 13:29
632
ტურიზმი I კვარტალში პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით 95.8%-ით აღდგა - იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში“, - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მათი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 83.8%-ს შეადგენს.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა 109.6%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.