07.მაისი .2020 14:18

ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და განათლება - მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმებს სექტორალურად წარადგენს

views 343
უკან

მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმებს სექტორალურად წარადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, გეგმა მომდევნო 10 დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი.

„ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, ეს არის ეკონომიკის სექტორალური ამოქმედების გეგმა. ტურიზმი არის პირველი პოსტკრიზისული დახმარების სექტორი, შემდგომ აუცილებელი იქნება მხარი დავუჭიროთ სოფელს და ფერმერებს. შემდგომი იქნება სწორედ ეს სფერო. მესამე იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის გეგმა და მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა