მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია FACEBOOK რეკლამაში 300 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

61e1489dd736f
ანუკა ჯოხაძე
14.01.22 14:01
750
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია facebook რეკლამაში 2022 წელს 300 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელების მიზნით, უწყებამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

როგორც სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,  შესყიდვის მიზანია Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირების (დასპონსორების) მომსახურება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით ხსნის. მათი განმარტებით, აღნიშნული აქტივობებით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობა მოხდება. უწყების ცნობით, მომსახურება გაწეული უნდა იქნება ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში ქვეყნის პოპულარიზაციისთვის 412 000 ლარი დახარჯა.