მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია ფიქრობს, დახარჯოს თუ არა გამოყოფილი 5 მლნ უცხოეთში "წარმომადგენლობითი ოფისების გახსნისთვის"

61fd32bd6de32
ანუკა ჯოხაძე
07.02.22 18:12
795
მიმდინარე წლის 17 იანვარს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომლის მიზანი ადმინისტრაციის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესყიდვა იყო.

შესყიდვის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია, საიდანაც 5 მილიონი ლარი მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნაზე უნდა დაიხარჯოსმთავრობის დადგენილებაში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა ატვირთული, აღნიშნული პუნქტი ზუსტად ასეა მოხსენიებული – "მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა". ამის პარალელურად bm.ge–ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უცხადებენ, რომ "ოფისების გახსნა" ფიზიკური ობიექტების ამოქმედებას არ გულისხმობს.

მათი წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება დაქირავებული კომპანიის მეშვეობით მოხდება. ვინ არიან ეს კომპანიები ან რომელი მიზნობრივი ბაზრები შეარჩია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არც უწყებაში აქვთ. უფრო მეტიც, როგორც წერილობით პასუხში ვკითხულობთ, ამ პროექტზე 5 მლნ ლარის დახარჯვა კი არის გეგმაში, თუმცა განხორციელდება ის თუ არა საერთოდ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

“ე.წ REP კამპანიები (წარმომადგენლობითი კამპანიები), არ გულისხმობს რომელიმე მიზნობრივ ქვეყანაში ოფისის გახსნას. პროექტი მოიცავს მიზნობრივ ბაზრებზე დაქირავებული კომპანიის მეშვეობით კონკრეტულ ბაზრისთვის განსაზღვული სტრატეგიული მიზნების და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას (მაგალითად: არსებულ სტეიქჰოლდერებთან კომუნიკაციების და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, ქვეყნის ტურისტული იმიჯისა და რეპუტაციის წარმოჩენა და სხვა). ამ ეტაპზე პროექტი დამუშავების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მის განხორციელებაზე მიღებული არ არის”-აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.