მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის და ევროკავშირის ბაზრის ათვისებას გეგმავს

5c9b414a9aa8a
ლიკა გურაბანიძე
27.03.19 13:23
4803
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის და ევროკავშირის ბაზრის ათვისებას გეგმავს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა bm.ge-ის განუცხადა, უახლოეს მომავალში საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ბაზრების ათვისება მოხდება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა: აშშ, იაპონია და ჩინეთი.

“ევროკავშირის ქვეყნებში უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ”, - განმარტა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებითვე, ადმინისტრაციამ მარკეტინული მიმართულება შეცვალა.

“ჩვენ თარგეტირებულ მარკეტინგულ აქტივობებზე გადავდივართ, რაც კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიებთან კონკრეტული მესიჯებით საუბარს გულისხმობს. საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.