მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის ადმინისტრაცია პროგრამაში „იმუშავე საქართველოდან“ მომწვევ ორგანიზაციას დაამატებს“

5f64b8a846cb5
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 20:20
1064
„ტურიზმის ადმინისტრაცია პროგრამაში „იმუშავე საქართველოდან“ მომწვევი ორგანიზაციის პუნქტს კვლავ დაამატებს - ამის შესახებ ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

როგორც ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ტურიზმის ადმინისტრაციამ ტურ-ოპერატორებთან კომუნიკაცია საკითხთან დაკავშირებით BM.GE-ზე მასალის განთავსების შემდეგ აღადგინა.

„უკუკავშირი ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ აღდგა, მანამდეც იყო ეს უკუკავშირი, მაგრამ ის შეწყვეტილი იყო. როგორც გვითხრეს „მომწვევი ორგანიზაციის“ პუნქტს კვლავ ჩასვამენ სამუშაო გეგმაში და კანონზომიერად გაგრძელდება ამ პროექტზე მუშაობა, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე, მანამდე სანამ ჩვენ კიდევ მოვიაზრებით ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მან ტურისტული კომპანიებისთვის ამ პუნქტის დამატების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტურ-ოპერატორებს ამ მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცემათ, ნოემბრიდან განახლებულ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ.

„მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ჩვენ საშემოსავლო გადასახადები გადაგვივადდა ნოემბრის ბოლომდე. დაახლოებით 2 თვეში ჩვენ ამ გადასახადების გადახდა გვიწევს. საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ კომპანიებს იმის შედეგად დაუგროვდათ, რომ ეს არის ჩვენი კეთილსინდისიერი ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენი თანამშრომლების მიმართ და მათ ვუხადეთ ხელფასები პანდემიის პერიოდში, თუმცა ბოლომდე ამის შესრულება ჩვენ წინაშე მდგარი ყოფნა-არ ყოფნის საკითხის გამო ან ნაწილობრივ შევასრულეთ, ან შევწყვიტეთ ხელფასების გაცემა“, - განაცხდა „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა.

მაია მურაჩაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციტივა პოზიტიურად შეაფასა და კიდევ ერთხელ განმარტა რა სარგებელს მოუტანს „იმუშავე საქართველოს“ აპლიკაციაში „მომწვევი ორგანიზაციის“ ველის დამატება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს.