გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელ ბექა ჯაყელის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი ჰყავდეს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელის ყოფნა. ძალიან გამოცდილი და მცოდნე კადრია მედეა ჯანიაშვილი, რომელიც დღეს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. იმ გუნდს კი, რომელიც დღეს იქ <ტურიზმის ადმინისტრაციაში> არის, ძალიან საინტერესო გეგმები აქვთ შორეულ ბაზრებზე ტურიზმის მარკეტინგის მიმართულებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესია სწორია კოორდინაცია და გეტყვით, რას ვგულისხმობ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უნდა იყოს რგოლი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას უკარნახებს და მისცემს კონკრეტულ მიმართულებას, თუ რა არის გასაკეთებელი.
მაგალითად, როდესაც საუბარია ტურიზმში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურიზმის სფეროში უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, ინდუსტრიისთვის როგორი კადრების მომზადებაა საჭირო და ა.შ. სწორედ ტურიზმის ადმინისტრაცია უნდა იყოს მთავარი რგოლი, რომელიც სხვა შესაბამის უწყებებს მიმართულებებს მისცემს და ეტყვის, ვის ეძებს კერძო სექტორი.
ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვის გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციის მიერ, რომელთა საქმიანობა ტურიზმის დარგის განვითარებასთანაა დაკავშირებული, იქნება ეს სავიზო ფორმალობები, ინფრასტრუქტურა, ავიაკომპანიების, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვა, როგორც უკვე აღვნიშნე, შრომის ბაზრისთვის კადრების მომზადება, ქალაქებში სატრანსპორტო და მობილობის სქემების განვითარება და გაუმჯობესება თუ სხვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოსაზრებების და რეკომენდაციების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის სტიმულირების კუთხით, თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაში, იქნება ეს ფისკალური თუ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის სხვადახვა ეფექტიანი მოდელი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვის გათვალისწინება აუცილებელია ტურიზმის, მასპინძლობისა და ავიაციის სფეროებში სტარტაპ პროექტების ხელშეწყობის მიმართულებითაც“, - აცხადებს UNWTO-ში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ამასთან, #რედაქტ2-თან ინტერვიუში ბექა ჯაყელმა ტურისტული ადგილების მართვის ორგანიზაციების (DMO) მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეგიონებშიმ ათი შექმნა სწორი იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდეს. ტურისტული ადგილების მართვის ორგანიზაციების არსებობა მნიშვნელოვანია აგრეთვე კონკრეტული ადგილებისთვის, როგორებიცაა: ქალაქი, კურორტი, დაბა და სხვა, იქ, სადაც ტურისტული პოტენციალი არსებობს. პერიოდულად უნდა შემცირდეს სახელმწიფოს მონაწილეობა, როგორც დაფინანსების მთავარი წყარო და სულ მცირე 50%-იანი თანამონაწილეობით, კერძო სექტორი უნდა მონაწილეობდეს ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებაში, ვინაიდან ტურისტული ადგილების მართვის ორგანიზაციების (DMO) მთავარი ფუნქცია ტურისტული ადგილების მარკეტინგია, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელება. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის როლი კი, პოლიტიკის განსაზღვრასა და საერთო კოორდინაციაშია“, - აღნიშნა ბექა ჯაყელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება