მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია საკარანტინე სივრცეებისთვის დამატებით 12.2 მილიონს დახარჯავს

5e8ae648d705e
სალომე მეცხვარიშვილი
06.04.20 15:25
1175
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამატებით 12,2 მილიონი ლარის სასტუმროს მომსახურებას შეისყიდის. გამარტივიებულ ტენდერზე ანუ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებაზე უწყებამ თანხმობა მთავრობისგან უკვე მიიღო.

აღნიშნული თანხა პანდემია covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე სივრცეების მოწყობას მოხმარდება. ამისთვის კი ტურიზმის ადმინისტრაცია სასტუმროებს გამოიყენებს.

“ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინე სივრცეში გადასაყვანი ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებლ აუცილებლობას წარმოადგენდა სასტუმროებთან მოლაპარაკება და მათთან შესაბამისი მომსახურების დაკონტრაქტება, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული საკარანტინე სივრცეში გადასაყვანი ჩამოფრენილი ადამიანების დაყოვნება”, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღნიშნული თანხები სხვადასხვა სასტუმროებთან პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას მოხმარდება, რომელთა ნაწილიც უკვე ძალაშია შესული.

ერთი მსგავსი შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 10.5 მილიონი ლარი იყო, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე განახორციელა.

ოფიციალური საიტის StopCov.ge-ს მონაცემებით, ამჟამად საკარანტინე სივრცეში 5056 ადამიანი იმყოფება.