საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარატნინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 21 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ შესყიდვის განხორციელებაზე ნებართვის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სასტუმრო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.
"შესყიდვის საჭიროება და გადაუდებლობა გამოწვეულია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით. რაზეც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164, 11 მარტის N498, 2020 წლის 13 მარტის N538 და 2020 წლის 18 მარტის N554 განკარგულებების საფუძველზე დაევალა საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფა და შესაბამისად სასტუმროების მობილიზება", - ნათქვამია განაცხადში.
აგვისტოში საკარანტინე ზონებზე დამატებით 7.8 მილიონი ლარის დახარჯვის ნებართვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც მიიღო.
ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვთ დახარჯული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო 2 დღით, 12 დღემდე შეემცირებინა სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა.
ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5524 ადამიანი იმყოფება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის