მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია სვანეთში მყოფ ტურისტებს მოუწოდებს - დარჩნენ სასტუმროებში

5f312f74a5849
თამთა ჯიჯავაძე
10.08.20 15:27
1307
ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ სასტუმროებში და ადგილებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სვანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სვანეთში ტურისტული მიზნებით იმყოფება მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სვანეთში იმყოფებიან შიდა ტურისტული მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებს მოიწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა.

საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ სასტუმროებში და ადგილებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ რომ მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, სადაც ისინი იმყოფებიან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ეტაპობრივად ყველას დაუკავშირდებიან, იმისათვის რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა სვანეთშივე გაიაროს კარანტინი ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც არსებობს საკარანტინე სივრცეები.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.