05.მაისი .2020 21:00

ტურიზმის ადმინისტრაცია თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის რეისის ნაწილობრივ სუბსიდირებას მოახდენს

views 565
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის რეისის ნაწილობრივ სუბსიდირებას მოახდენს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 5 მაისს გამოსცა.

კერძოდ, როგორც განკარგულებაში წერია, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის ნაწილობრივი სუბსიდირება არაუმეტეს 45 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა