მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ იტალიის სამოგზაურო გამოცემა Bell’Europa“-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა

619deafe5fa61
BM.GE
24.11.21 11:31
514

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიის რეიტინგული სამოგზაურო გამოცემის Bell’Europa“-ს ფოტოგრაფს უმასპინძლა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში იტალიელმა ფოტოგრაფმა თბილისის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ძველი თბილისის უბნები მოინახულა და გადაიღო. პრეს-ტურის შედეგად 2022 წლის დასაწყისში Bell’Europa“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რვაგვერდიან სტატიას და ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, რომელსაც იტალიაში ათი ათასობით მკითხველი გაეცნობა. პრეს-ტურის მიზანი იტალიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.

“საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და არაერთი სტატია მაქვს მომზადებული. ამჯერად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო ჟურნალისთვის ვამზადებ სტატიას. თბილისის ნაკლებად ცნობილი საინტერესო ადგილები მინდა გადავიღო, რომელსაც ტურისტები უნდა ეწვიონ. საქართველოში 15 წელია ჩამოვდივარ და იმედი მაქვს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას, რომელიც ჩემთვის მეორე სახლია.“-ამბობს ანდრეა ფორლანი ჟურნალ Bell’Europa“-ს ფოტოგრაფი.

(NS)