17.ივლისი .2020 14:15

ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი უფასოდ დაატრენინგა

views 235
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტი დაიწყო.

„როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.“ ამ სახელწოდებით სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს სქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ტარდება.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“გამართულ ტრენინგში ტურიზმის სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქმიანი ტურიზმის სფეროს კომპანიები. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები. მომდევნო ტრენინგი 20 ივლისს თბილისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა