მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ ვებინარი „კოვიდ-19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები" დაიწყო

604365cfb01a0
BM.GE
06.03.21 15:16
557
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტურიზმით დაინტერესებულთათვის ყოველთვიური ვებინარები „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები" დაიწყო.

პირველი ვებინარის პანელისტი საერთაშორისო ექსპერტი Chiara Caiati იყო, რომელმაც Mastercard-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილი სტატისტიკურიპლატფორმის გამოყენებით მოსალოდნელტენდენციებზე ისაუბრა.

ვებინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა გაანალიზა საქართველოს ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული საკითხები მათ შორის: ავიამიმოსვლა, ვიზიტორების დანახარჯები და მათი ქცევითი ასპექტები, კმაყოფილობის მაჩვენებლები, ფასები და სხვ. ანალიზის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები

ვებინარის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა.