მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ვებინარში მონაწილეებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის სერტიფიკატი გადაეცემათ

6184ecdfa3cd8
BM.GE
05.11.21 12:34
437
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მხარდაჭერით ტრენინგებისა და ვებინარების ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია პანდემიურ პერიოდში ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ტექნიკური დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ვებინარებს საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.

პირველი ვებინარის მთავარი თემა ინტერნეტ მარკეტინგი იყო. ონლაინ შეხვედრას ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

შემდეგი ვებინარები კოვიდურ პერიოდში ახალი ტენდენციების მიმოხილვას, ტურების ორგანიზებას, ციფრული მენეჯმენტის უნარებს, ონლაინ ბიზნესსა და ონლაინ ვაჭრობას დაეთმობა.

ვებინარის მონაწილეებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის სერტიფიკატი გადაეცემათ.

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა ერთობლივმა ინიციატივამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია კერძო სექტორში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ორიენტირებულია ინდუსტრიის მხარდაჭერასა და შემდგომ გაძლიერებაზე.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

„ნამდვილად საინტერესო პროცესია და კერძო სექტორს გვეძლევა შანსი დავესწროთ ამ ვებინარებს, მოვუსმინოთ ძალიან საინტერესო ექსპერტებს, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ, თუ როგორ უნდა გადაეწყოს ინდუსტრია პოსტკოვიდურ პერიოდში, როგორ მივიღოთ სტუმრები, როგორ ვუმასპინძლოთ და გავეცნოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას.“-განაცხადა „კავკასუს თრეველის“ დირექტორმა მაია კიკნაძემ.

(NS)