მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სულ რომ სუპერმენი იყოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს - სიგუა

600401cadfad5
მარიამ ადამია
17.01.21 20:30
1647
მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია და ჯერ კონკურსი არ გამოცხადებულა. ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა "საქმიან დილასთან" ამბობს, რომ აზრი არ აქვს, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, რადგან ის ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მთავარი ნაბიჯი კი ტურიზმის გახსნის მიმართულებით მთავრობამ უნდა გადადგას, იმისთვის, რომ ტურიზმი გაიხსნას და კრიზისში მყოფი ბიზნესი გადარჩეს.

„არავინ არაფრის გადამრჩენელი არ არის და ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და როგორი იქნება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაგრამ სულ რომ სუპერმენი იყოს, მაინც ვერაფერს გააკეთებს“, - ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ქვეყანაში სტრატეგია – ხედვა – გეგმა, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები კი ერთმანეთს უყურებენ და ეკითხებიან, როგორ შეიძლება გადარჩნენ.

სიგუას თქმით, საქართველომ უნდა გადახედოს სხვა ქვეყნების პრაქტიკას, ვის როგორ გამოსდის ტურიზმის აღდგენითი პროცესები, რა შედეგები აქვთ და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

„პირადად ჩემი მისაღები რომ იყოს ეს გადაწყვეტილება, მე თურქეთის მაგალითს ავიღებდი. თურქეთის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია და მთავრობის გადაწყვეტილებით გახსნილია კურორტები, მათ შორის ტურისტებისთისაც. ასევე უნდა მოიქცეს საქართველო და სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს სექტორის მოთამაშეები, რომლებიც დღეს კვდებიან ნელი სიკვდილით და უწერიათ გარდაუვალი ფინანსური სიკვდილი თუ ასე გაგრძელდება პროცესები, რადგან ვერ შეძლებენ თავიანთი ფინანსური საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას ბანკების წინაშე, ვერ შეძლებენ გადაიხანდონ ხელფასები და შეინახონ თანამშრომლები. ისინი უბრალოდ ჩამოიშლებიან და ამიტომ მათი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, თუკი გვინდა ქვეყანაში ტურიზმის სექტორი", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.