მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 31 კანდიდატს სურს

6392dd218131f
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 11:09
997
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე 31 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

შესაბამისი ვაკანსია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე იყო გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, მისი ხელფასი კი 6 380 ლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროში კი BM.GE-ს განუცხადეს: „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეა, დასრულებულად არ მიიჩნევა და ჩაითვლება მაშინ, როცა შეირჩევა ხელმძღვანელი. რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, შემოსულია 31 განაცხადი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აკმაყოფილებს ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის დეკემბრიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თავად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.