მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის აღდგენას მარკეტინგული აქტივობები ვერ უშველის“ - კახა სამყურაშვილი

609fac8160f73
ინგა მურუსიძე
15.05.21 17:35
737
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მარკეტინგულ სტრატეგიაში წელს 3.3 მლნ ლარს დახარჯავს. როგორც bm.ge-სთვის უწყებიდან მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, სავარაუდო მიზნობრივ ბაზრებად ითვლება: გერმანია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები.

საკითხის კომენტირებისას Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის დიდი რიცხვი, თუმცა მეტის დახარჯვის აუცილებლობაც არ დგას:

"რაღაცა თანხა აუცილებლად უნდა დაიხარჯოს და თუ ამ თანხას ნომინალურად შევხედავთ, ეს არაა დიდი რიცხვი, თუმცა უფრო დიდი თანხის დახარჯვის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ და ამაში ყველა ვთანხმდებით. 2019 წელს დახარჯული ერთი დოლარის ეფექტიანობა ალბათ 10-ჯერ მაინც აღემატებდა წელს დახარჯული ერთი დოლარის ეფექტიანობას. უბრალოდ ადამიანების განწყობები და გარემოა ისეთი, რომ მარკეტინგული აქტივობები ვერ უშველის. არ ვფიქრობ, რომ ეს თანხა ძალიან დიდია, მაგრამ უფრო დიდის დახარჯვის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ", - განაცხადა სამყურაშვილმა.

რაც შეეხება მიზნობრიობას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ფულის დახარჯვას დიდი აზრი არ აქვს.

"ალბათ მიზნობრივი ბაზარი უნდა იყოს უახლოესი მეზობლები და ის ქვეყნები, საიდანაც აცრილები შემოდიან, სწორედ აქეთ უნდა გადამისამართდეს ალბათ მარკეტინგზე გათვლილი ფული", - აღნიშნა სამყურაშვილმა და დასძინა, რომ დღეს არსებული ბუნდოვანი, მყიფე სიტუაციიდან გამომდინარე, პროგნოზებზე საუბარი ძალიან რთულია.

"ვფიქრობ, შემბუსუბუქებების ტალღა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება. თუ ეს არ გვეცოდინება, პროგნოზების გაკეთება რთულია", - აღნიშნა მან.