29.ივნისი .2020 16:20

ტურიზმის ჩაკეტვა ახლა, როცა მსოფლიო იხსნება, დანაშაული და პოლიტიკური სიბეცეა - ჰოტელიერი

views 1083
უკან

"ტურიზმის ჩაკეტვა ახლა, როცა მსოფლიო იხსნება, არის დანაშაული ხალხისთვის" - ასე აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას სასტუმროების „გუდაური ლოფტის“, „გეოგრაფის“, Anaklia Resort Pratap's Signature-ს მმართველი და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი. მან საკუთარი მოსაზრება facbook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მაია მურაჩაშვილი დაწვრილებით მიმოიხილავს იმ სექტორებს, რომლიც ტურიზმის ინდუსტრიაზეა დამოკიდებული და რომელშიც დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმოქმედოდ რჩებიან მანამ, სანამ ფრენები სხვა ქვეყნებთან არ აღდგება.

„რა არის ტურიზმი? აგერ ჩაიკითხეთ ჩემი უფასო ლექცია და იქნებ გამოადგეს ვინმეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ტურიზმის შეჩერებაზეა პასუხისმგებელი.

არ არსებობს მეორე ინდუსტრია, რომელსაც იმდენი ირიბი ბიზნესი და წარმოება ჯქონდეს გაერთიანებული თავისი ქოლგის ქვეშ, როგორც ტურიზმს.

მოდი, ვნახოთ, მაგალითი:

• ტურისტი ყიდულობს ბილეთს და ადის ბორტზე (ქართული ავიახაზის შემთხვევაში), ხელფასს იღებს აგენტი, ბორტგამცილებელი, პილოტი, აეროპორტის ოფიცერი, მებარგული, აეროპორტის დამლაგებელი, კეთერინგის მიმწოდებელი, რომელსაც კიდევ თავისი დასაქმებული ხალხი ყავს და ყველა ეს ხალხი იღებს ხელფასს ბანკის საშუალებით, სახელმწიფო ამ ყველასგან იღებს გადასახადებს, იზრდება საპენსიო ფონდი. (უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი შეგროვდა);
• ტურისტს ხვდება ადგილობრივი კომპანია. პირდაპირ ფინანსურად დამოკიდებულია: მძღოლი, გიდი, სატრანსპორტო კომპანია, ტუროპერატორი კომპანია, ირიბად, - თანამშრომლების ოჯახი, საწვავის მომწოდებელი კომპანია, ბანკი, სახელმწიფო - გადასახადებ ის კუთხით; 
• ტურისტი დაბინავდა და გადის ექსკურსიებზე:
პირდაპირი ფინანსური დამოკიდებულება: სასტუმრო-თავისი თანამშრომლებით, რესტორანი - თანამშრომლებით, გიდი, მძღოლი, სუვენირის გამყიდველი მაღაზია, მეღვინე, მუზეუმები, ნაკრძალები, დაცული ტერიტორიები (სსიპ და ასე შემდეგ). ირიბი ფინანსური დამოკიდებულება - სასტუმროს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, საკვები პროდუქტების მომწოდებელი კომპანიები როგორც სასტუმროსთვის, ასევე დაქირავებულების ოჯახის წევრების მიერ შეძენილი პროდუქტებით, გაზპრომი, ელექტო მომარაგების კომპანია, წყალმომარაგება, დასუფთავების სამსახური, სუვენირების მაღაზიებში მიმწოდებელი კომპანიები, მუზეუმის თანამშრომლები და ბოლოს ყველა ერთად - გადასახადები და სახელმწიფო მოსაკრებელი, უმეტესი ტრანზაქციები ხდება ბანკები;
• პირდაპირი ფინანსური ინტერესი, ასევე, ცხენების გაქირავება, თოვლმავლები, რაფტინგის, პარაპლანის, და ათასი გასართობებეის გამქირავებელი კომპანიები და წრე იგივეა - ხელფასები, გადასახადები, ბანკი, პროდუქტების შეძენა და ირიბად მოყოლილი ფინანსური დაინტერესება.

ამ ყველაფრის მერე - თუ გავიაზრებთ ტურიზმის ჩაკეტვით რამხელა ეკონომიური ბლოკადა გაკეთდა ქვეყანაში, რამდენი ადამიანი დარჩა უსახსროდ და წინ, ჰოი საოცრებავ და არჩევნებია…

ტურიზმის ჩაკეტვა ახლა, როცა მსოფლიო იხსნება არის დანაშაული ხალხისთვის!

ტურიზმის ჩაკეტვა ახლა, როცა წინ არჩევნებია - არის პოლიტიკური სიბეცე!“, - წერს მაია მურაჩაშვილი და ბოლოს აღნიშნავს, რომ ხარჯების დაზოგვის ოფისი მან ტურისტული კომპანიის ოფისი დაცალა: „p.s. ეს ის ოფისია, რომელიც დავცალე ტურიზმის გარდაცვალების გამო, მაგრამ როგორც ოპტიმისტს, ნათელი მომავლის იმედი არ მტოვებს”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა