მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის დარგში სამკურნალო ტურიზმი ყველაზე მომგებიანია“ - ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-რევმატოლოგი

60fc0a4eb032f
მარიამ იზორია
24.07.21 17:40
918
ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-რევმატოლოგი და პროფესორი თამარ ჩინილგარიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ საქართველოში საკურორტო ტურიზმის პოტენციალზე საუბრობს.

მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში ამ დარგის ცნობადობა ამაღლდეს, რადგან საქართველო მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვადასხვა სამკურნალო კურორტით.

„თბილისი არის დედაქალაქი კურორტი, ეს ქართველებისთვის დიდი საჩუქარია, ასევე ტურიზმისთვის მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, დედაქალაქის გარდა, აღსანიშნავია ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე სხვადასხვა საკურორტო ზონებიც, ამ პატარა ტერიტორიაზე მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა წყალი გვაქვს, სამწუხაროა, რომ საკურორტო დარგის მიმართ საქართველოში ცნობადობა დაბალია, რეალურად კი ტურიზმის დარგში სამკურნალო ტურიზმი ყველაზე მომგებიანია, ამას მოწმობს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული ცდაც, რომლის მიხედვითაც, სამკურნალო ტურიზმში 1 დოლარ ინვესტიციაზე მულტიპლიკაციური ეფექტი 39 ცენტით მაღალია, ვიდრე სხვა მიმართულებებში, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული დარგი შესაბამისად განვითარდეს და არსებული პოტენციალი ქვეყანამ სრულიად აითვისოს", - განმარტავს თამარ ჩილინგარიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში 2 400-მდე მინერალური წყალია, აქედან 50%-მდე სასმელი მინერალური წყალია, დანარჩენი კი - სააბაზანო მინერალური წყალია. მათ შორის წყალტუბოს, თბილისის, ცაიშის, მენჯის სამკრუნალო წყლები.