ტურისტული კომპანია "ტრაფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმიდან ყველაზე პოზიტიურ გზავნილად ქვეყნის 1 ივლისიდან გახსნას ასახელებს, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას, ჯაფარიძე ამბობს, რომ იანვარ-თებერვალში ბრუნვა ყველაზე დაბალია და ამ დროს სექტორს თანხების მობილიზება გაუჭირდება. მისი შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი გადახდის თარიღი აქტიური სეზონისთვის გადავადდებოდა.
ჯაფარიძის თქმით, მათთვის მთავარი დახმარება საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა და ასევე ავიაკომპანიების მხარდაჭერა იქნება.
"კარგია ის, რომ 1 ივლისიდან იხსნება მთელი ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, მაშინვე არ მოგვაწყდებიან ვიზიტორები, თუმცა პირველი ნაბიჯებისთვის კარგია, რომ პარტნიორებს და პოტენციურ მოგზაურებს შევატყობინოთ ეს ინფორმაცია. იმედია, ამ დროისთვის სხვა ქვეყნებშიც დასტაბილურდება ვითარება და წლის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა სფერო ამოიქოქება და რაღაც შედეგზე გავალთ.
რაც შეეხება შეღავათებს, მაგალითად, საშემოსავლოს გადავადება ვერანაირად ვერ დაგვეხმარება, იმიტომ რომ 2021 წლამდე ნიშნავს იმას, რომ იანვარ-თებერვალში მოგვიწევს გადახდა, როცა ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ბრუნვაა. ჩემი აზრით, თუ გადავადდებოდა უნდა გადავადებულიყო იქითა წლის აქტიურ პერიოდამდე.
ქონების გადასახადის გაუქმება კარგია სასტუმროებისთვის, თუმცა ტურისტული კომპანიები დიდ ქონებას არ ვფლობთ და შესაბამისად, ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს. პატარა, თუმცა კარგი ინიციატივაა, რომ გიდებს უფასოდ შეეძლებათ ნაკრძალებში გადაადგილება.
ანუ ამ პაკეტიდან ჩვენ პირდაპირი სარგებელი არ გვხდება. ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ მთავრობამ იმუშაოს იმიჯის ამაღლებაზე საერთაშორისო მასშტაბით და მოხდეს პოზიციონირება როგორც ვირუსისგან უსაფრთხო ქვეყანაზე. ასევე ვიცით, რომ Wizz Air-მა ძალიან ბევრი მიმართულება გააუქმა და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იმუშავებს იმაზე, რომ ავიაკომპანიებს ჰქონდეთ რაღაც შეღავათები, დროებით მაინც, მაგალითად, რომ შეუმცირდეთ აეროპორტის მოსაკრებელი, ან საგადასახადო ტვირთი, რომ ახალი მიმართულებები დაიწყონ", - უთხრა BM.GE-ს ცოტნე ჯაფარიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე