15.სექტემბერი .2021 18:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკულ გამოცემა The Daily Beast-ს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკულ გამოცემა The Daily Beast-ს მასპინძლობს
views 161
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარული გამოცემა The Daily Beast-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.

როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციიდან აცნობეს, ონლაინ-პლატფორმას ყოველთვიურად 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა აშშ-ში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ მოგზაური ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი სტატიებს მოამზადებს, როგორც The Daily Beast-ის, ასევე კულინარიული სამოგზაურო გამოცემა Saveur-ისთვის.

პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილი ჟურნალისტი თბილისს, მცხეთას, შიდა ქართლში წედისს, გარიყულას, კახეთში დედოფლისწყაროს, თელავს, გურჯაანს, ვაზისუბანს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს მოინახულებს, ეწვევა ღვინის მარნებს, სადაც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ღვინოს დააგემოვნებს.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ ბენჯამინ კემპერი სტატიებს გაეცნობა როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი მომხმარებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა