მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ინფო-ტურს მასპინძლობს

6288a0d91e574
BM.GE
21.05.22 12:19
628
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ინფო-ტურს მასპინძლობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფო-ტურში ტურისტული სააგენტოს 11 წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და რეგიონში ლატვიელი ტურისტების მოზიდვას.