მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია FACEBOOK რეკლამაში წლის ბოლომდე 412 000 ლარს დახარჯავს

616d9fd4ae161
ანუკა ჯოხაძე
18.10.21 23:40
669
2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში ქვეყნის პოპულარიზაციისთვის 412 000 ლარის დახარჯვას აპირებს. გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე, უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და თანხმობაც მიიღო.

როგორც შესყიდვის დასაბუთებაშია ნათქვამი, აღნიშნული შესყიდვის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

ამასთან, უწყების ცნობით, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრება მისი გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო მოქმედების ვადა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.