მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

5f5c97275be36
BM.GE
12.09.20 13:34
1524
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სოციალური ქსელით გავცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.


"მოგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მიუნხენი-თბილისის ავიარეისზე მყოფი 65 მგზავრი, რომელიც კარანტინს ექვემდებარებოდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურების სრული დაცვით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „იბისსა“ და „ძველ თელავში“ მდებარე საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილა.

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, სადაც თელავის საკარანტინო ზონაში ტრანსპორტით გადაყვანისას მიუნხენი-თბილისის რეისით ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ოჯახური ტრაგედიის გამო იმყოფებოდა ემოციურ მდგომარეობაში. სოციალური ქსელით და რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საკარანტინო სივრცე მზად არ იყო მგზავრების მისაღებად, ეძებდნენ სხვა სასტუმროს მგზავრების გადასანაწილებლად და თითქოს სასტუმროში ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მსგავსი ტიპის ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო.

სტუმრების მისაღებად სასტუმროს მზადყოფნას ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. საკარანტინო სივრცეში შესვლისთანავე სასტუმროს ექიმის მოთხოვნის საფუძველზე 30 წუთის განმავლობაში სასტუმრო “ძველ თელავში” გამოცხადდა ლაბორატორია და ერთ-ერთი მგზავრს, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა ჩაუტარდა ტესტი. პროტოკოლის თანახმად, ტესტის აღებიდან 24 საათში - ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, დღეს, 12 სექტემბერს, მოქალაქე გადავა თვითიზოლაციაში
ოჯახური ტრაგედიის გამო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიუნხენი-თბილისის რეისის მგზავრ ქალბატონს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

აქვე მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებებს თხოვნით ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ნუ მოახდენენ ოჯახური ტრაგედიით სპეკულირებას და თემის არასწორ ინტერპრეტაციას. პანდემიის პერიოდში საკარანტინო სივრცეებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად და არასახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს"-ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.