მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი საერთაშორისო პროექტი დაიწყო

616beddeec7c9
BM.GE
17.10.21 13:30
978
ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან Kind of Guise ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს, რომელიც ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებით. წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებით და საქართველოს ტურისტული ადგილებით.

წიგნის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფოტო მასალის გადაღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. ტურის მონაწილეები თბილისს, სიღნაღს, თელავს, სტეფანწმინდას ეწვივნენ. გადაიღეს ღვინის მარნები, გაემგზავრნენ გურიაში, სადაც ჩაი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ესტუმრნენ აჭარას, სადაც ტურისტული ადგილები დაათვალიერეს.

„ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სრულიად ახალ პროექტზე საერთაშორისო წამყვან ბრენდ კომპანიასთან ერთად. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოს ღვინისა და გასტრონომიის შესახებ წიგნის მომზადებას, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელდება და მას უძღვის პრეზენტაციები წიგნის წამყვან მაღაზიებში, ჩვენ ახლა ვმასპინძლობთ გერმანიიდან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოინახულებს მცირე და საშუალო ზომის მარნებს და გაეცნობა ჩვენს კულინარიას.“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან კარგ ხალხს შევხვდით, საქართველო გამოირჩევა განსხვავებული კულტრით, მრავალფეროვანი ბუნებით, სეზონურობით, გამორჩეულია კულინარიული კულტურა, რაც უფრო მიმზიდველს ხდის და სურვილს აჩენს, რომ ეწვიოთ ამ ქვეყანას.“- განაცხადა ვერენა ურსულა ერჰარდტმა.