მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმის გადასახადის შემოღება ვიზიტორებს მოგზაურობას გაუძვირებს”

60da0851b78b1
ანუკა ჯოხაძე
28.06.21 22:50
899
“ტურიზმის გადასახადის შემოღება ვიზიტორებს მოგზაურობას გაუძვირებს”, - ასე აფასებს ტურისტული კომპანია TRAVELSHOP-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე ბიზნესასოციაციის ინიციატივას, ტურისტული გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ტურისტებისთვის ხარჯების ზრდასთან ერთად ასევე პრობლემური იქნება აღსრულების ნაწილიც, რადგან არაერთი მცირე და საშუალო სასტუმროსგან შესაბამისი თანხების ამოღება გართულდება.

“სასტუმრო უკვე ეძვირება ტურისტს ამ პანდემიის ჟამს და ძირითადად არჩევანს ბინის დაქირავებაზე აკეთებს. ეს გადასახადი კი უკვე დამატებითი წნეხია. დარწმუნებული ვარ გადასახადი მაქსიმუმ 5-6 ევრო იქნება დღეზე ერთ მოგზაურზე, თუმცა ეს მაინც დამატებითი გადასახადია. ეს არის საგადასახადო კუთხით ძალიან რთული თემა, რადგან საქართველოში ისევე როგორც დარგებში, ძალიან რთულია კანონის იმპლემენტაცია. ის სასტუმროები, რომლებიც არ არიან საერთაშორისო ქსელის ნაწილი ან არ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა სისტემაში, როგორ შეძლება სახელმწიფო ან ის უწყება, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იქნება პასუხისმგებელი მიღებული თანხების ამოღებას ამ სასტუმროებიდან", - აცხადებს TRAVELSHOP-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურისტული გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ტურისტული მოსაკრებელი იყო, რომელიც თავის თავში ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს მოიცავს. ინიციატივას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი აქვს, თუმცა მისი განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან იგეგმება.