მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის ინდუსტრიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“- ახალგაზრდა გიდების განცხადებას ავრცელებენ

600add2bc340a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 18:30
846
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია მთავრობის მიერ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

„ტურიზმის ინდუსტრიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” - ამ სათაურით გავრცელებულ განცხადებაში ასოციაცია ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს უერთდება.

BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყენებს ტურიზმის ინდუსტრიას! 

ჩვენი ასოციაცია - სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფებისა და ასოციაციების მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს :

- აღდგეს ზამთრის კურორტებში ტურისტული სეზონი ;
- დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა; 
- შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
- სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა,
საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!", - ნათქვამია განცხადებაში