პარლამენტის შენობასთან აქციისა და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა-პერფომანსის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას იწყებენ. მთელი დღის განმავლობაში ტურიზმის ბიზნესი პრემიერთან შეხვედრას და მთავრობის შესაბამისი უწყებებიდან გამოხმაურებას ელოდა, თუმცა უშედეგოდ.
კერძო სექტორი ხელისუფლებისგან ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, ფრენების აღდგენასა და შესაბამისი ფრენების განრიგის გამოქვეყნებას ითხოვს, რათა ტურისტულმა ბიზნესმა მომავალი სეზონი მაინც დაგეგმოს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა მთავრობამ ბიზნესს საბანკო სექტორთან უშუამდგომლოს, რადგან დღეს ტურიზმში ჩართული კომპანიების უმრავლესობა გადახდისუუნაროა.
პარლამენტის წინ აქციაზე ტურისტული კომპანიების გარდა, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, ივენთ მენეჯერები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ. აქციის ყველა მონაწილე ამბობდა, რომ ტურიზმის სფეროში ყველა დასაქმებული რთული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. ხელისუფლებისგან კი არ აქვთ პასუხი, როგორ აპირებენ ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიის გადარჩენას.
ტურისტული კომპანიებისა და გიდების გარდა რთული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას სატრანსპორტო კომპანიებიც.
„უმეტეს შემთხვევაში პრობლემა განისაზღვრება იმით, რომ ხალხს აქვს აღებული ვალი, ზოგს ლიზინგით ჰყავს გამოყვანილი მანქანა ან კრედიტით. ბევრი კომპანიაა, რომელსაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს გამოყვანილი და ამ შემთხვევაში პროცენტი უფრო დიდია და გადასახადიც. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვისაც თუნდაც იაფიანი ავტომობილები ჰყავთ, იმათ უფრო ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე სატრანსპორტო კომპანიებს, მაგრამ პრინციპში საერთო პრობლემა აქვთ ყველას.
არ არის შემოსავალი, ვერ მუშაობენ და ამის გამო ვერ იხდიან თუნდაც ბანკის ვალს და ამას, რომ თავი დავანებოთ, ხალხს უბრალოდ შემოსავალი არ აქვს. მე მაგალითად ორი მანქანა მყავდა, ერთი გავყიდე და მეორეს ახლა ვყიდი, რადგან შემოსავალი აღარ მაქვს. სამწუხაროდ გვიწევს ასეთ რეალობაში ცხოვრება“, - აცხადებს გიდი-მძღოლი გიორგი აბრამაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას