მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება - შოთა ბურჯანაძე

609294601d73d
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 17:03
619
რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 3 დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ.

ამის შესახებ მან ეკონომიკის მინისტრთან დარგის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო როგორ და როდის მიიღებენ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. ფაქტი მისასალმებელია და ახლა უკვე დაორგანიზების საკითხია. სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც აცრის სურვილი ექნება, 3 დღეში ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ. ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და გადარჩენის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც დასაქმებულები დარეგისტრირებას ხვალიდან შეძლებენ. ამასთან დარგის წარმომადგენლების აცრა "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინით იგეგმება.