ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, Inn Group-ის ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ BMG-ის უთხრა, რომ შეხვედრაზე საკუთარი მოთხოვნები დააყენეს, მათ შორის რესტორნებისთვის დარჩენილი რეგულაციების მოხსნა: ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია ახალ წელს სასტუმროში გარე სტუმრების მიღების აკრძალვის ეხება.
როგორც კოკაია ამბობს, მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხზე ახალ წლამდე პასუხი ექნებათ.
“მთავარი მიზანი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ კერძო სექტორს კითხვებზე პასუხები მიგვეღო ან ეს საკითხები საკოორდინაციო საბჭოზე განხილულიყო. მაგალითად, რამდენიმე კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა უფლება სასტუმროს, გარე პირებსაც უმასპინძლოს? რადგან გვითხრეს, რომ თუ სასტუმროში საახალწლოდ ღონისძიება იქნებოდა, მას მხოლოდ სასტუმროს სტუმრები დაესწრებოდნენ. არ გვესმის რატომ არ შეიძლება გარედან შემოსული სტუმარიც მივიღოთ, თუ მაინც მწვანე პასპორტის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ?!", – აცხადებს ერეკლე კოკაია.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს “მწვანე პასპორტის” მუშაობის ნაწილზე, რომელიც, როგორც კოკაია ამბობს, დღეს შეფერხებით მუშაობს.
“მწვანე პასპორტების” სისტემა ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროებში, რესტორნებში, კინოთეატრებში შესვლას პირები მხოლოდ ამ დოკუმენტით შეძლებენ: მწვანე პასპორტი მოიცავს ინფორმაციას, გადატანილი აქვს თუ არა მის მფლობელს კორონა, როდის და რითია აცრილი და ა.შ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო