მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორი მორიგ აქციას აანონსებს – რას ითხოვენ ისინი?

5f07443ddf2df
ანუკა ჯოხაძე
09.07.20 21:20
1503
ტურისტული სექტორი მორიგ აქციას აანონსებს. როგორც bm.ge-სთან CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელი ვასილ საღირიშვილი ამბობს, ის რეგულაციები, რომლის გათვალისწინებითაც საქართველო 5 ქვეყანას საზღვრებს უხსნის, არალოგიკურია და ამ მიმართულებით უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

საღირიშვილი მთავრობას ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისედან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესის ყოფა, კიდევ უფრო გართულდება.

“სასაცილოა ის ფაქტი, რომ მაგალითად თუ lufthansa-თი გამოფრინდება 100 ტურისტი და ამ 100 ტურისტიდან 2 საქართველოს მოქალაქე იქნება, ერთი და იგივე ბორტზე რეალურად ის ორი ადამიანი, რომელიც ქართველია, მიგყავს ორკვირიან კარანტინში, ხოლო ტურისტებს ვუშვებთ საქართველოში. ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ამაში, ამ რეგულაციებს თუ განვიხილავთ ძალიან კომიკური სიტუაციაა.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მეტი ინტენსივობა იყოს იმ ქვეყნებთან, რომელებსაც მწვანე ზონის სტატუსი აქვთ. ჩვენ გვჭირდება, რომ მთავრობამ მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები თუ როგორ დაუდგეს ტურიზმის სექტორს გვერდში. დღეს რეალურად ეს სექტორი არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, რადგან ძალიან ბევრი კომპანია შეიძლება უბრალოდ გაკოტრდეს", - ამბობს CAUCASUS CREW-ის დამფუძნებელი ვასილ საღირიშვილი.

შეგახსენებთ, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას 15 ივლისს გამართავენ, როგორც კოპანიების წარმომადგენლები გადაცემა "საქმის კურსთან" საუბარში ამბებენ, პროტესტი მშვიდობიანი იქნება და პოლიტიკური პარტიების გარეშე ჩაივლის. რაც შეეხება მოთხოვნებს ესაა რეგულარული საჰაერო რეისების გახსნა და საკარანტინო ზომების გაუქმება.