მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორი პრემიერისგან პასუხს ერთ კვირაში ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ აქციებით იმუქრება

5f6464351cc93
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 17:50
1093
„1 კვირაში ველოდებით პასუხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ აქციებს“ - ამის შესახებ ტურიზმის საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

როგორც ალექსანდრე გიორგიძე BM.GE-სთან აცხადებს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„აქცია შედგა. 1000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. იმედია, შედეგი იქნება. არაა ჩვენი თვითმიზანი ქუჩაში დგომა, სიმართლე გითხრათ, არც ვიცით აქცია როგორ ჩატარდეს, მაგრამ ასე იქნება, სანამ არ დამთავრდება ეს ჩაკეტილი მარაზმი!

ძალიან ბევრნი მოვედით, გიდები, მძღოლები, კომპანიები, ტუროპერატორები, ბარების, რესტორნების, გასართობი ცენტრების, სამორინეების, გადამზიდავი კომპანიების თანამშრომლები, ასევე ავტოიმპორტიორი და გამყვანი ტურიზმის ასოციაცია. ასევე სხვა ასოციაციებიც, რომელთაც გამოხატეს მხარდაჭერა, ზოგმა წერილობით (ალიანსი) ზოგმა ადგილზე მოსვლით. პარალელურად აქციები იყო ქუთაისში და ბათუმში. წინა დღეს მესტიაში.

ერთ კვირაში ველოდებით კონკრეტულ, დოკუმენტირებულ პასუხებს. თუ არადა გავაგრძელებთ. უკვე მესამე აქციაა და სულ უფრო ორგანიზებული გამოდის. ჩვენც ვსწავლობთ“, - წერს ალექსანდრე გიორგიძე.